რა ეღირება ხვალ დოლარი და ევრო? - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5693 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5692 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8819 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0954 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 ივლისიდან შევა ძალაში.