წყალი მთელი დღით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"ხვალ, 21 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩაზე, რეზერვუარზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 ივლისის 11:00 საათიდან 21 ივლისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
ვაკის რაიონში:
აგარაკი 1, აგარაკი 2, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.