თეგებით ძიება

„ფული უნდა გადაგვეხურდავებინა და უარი გვითხრეს, რუსებს არ ვემსახურებითო. რა უფლება აქვთ?" - რას ამბობენ რუსი დამსვენებლები?

ანაკ­ლია-გან­მუ­ხურ­ში მყო­ფი რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი უკმაყოფილოები არიან. მათი ნაწილი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას უჩივის, ნაწილი კი მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

"ახ­ლოს არა­ფე­რი არ არის ზღვის გარ­და, არც გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, არც კაფე-ბა­რე­ბი და მა­ინც, ყვე­ლა­ფე­რი ცე­ცხლის ფასი ღირს... ჯერ­ჯე­რო­ბით ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გრძე­ლი ხი­დის გარ­და, რო­მე­ლიც ალაგ-ალაგ ამოყ­რი­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე..." - უკ­მა­ყო­ფი­ლო ტო­ნით ამ­ბობს ხიდ­ზე, ჩემ წინ ფე­ხე­ბის ფრა­ტუ­ნით მი­მა­ვა­ლი ორი გო­გო­ნა­დან ერთ-ერთი...“, - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი რეპორტაჟში, რომელიც ჟურნალში „გზა“ გამოქვეყნდა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ ზუგ­დიდ­ში მოგ­ვიხ­და წას­ვლა. ფული უნდა გა­დაგ­ვე­ხურ­და­ვე­ბი­ნა. ორმა უარი გვი­თხრა, რუ­სებს არ ვემ­სა­ხუ­რე­ბი­თო. რა უფ­ლე­ბა აქვთ?.. ჩვენ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ, და­სას­ვე­ნებ­ლად, ფუ­ლის და­სა­ხარ­ჯად ჩა­მო­ვე­დით. თუ არა­სა­სურ­ვე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი ვართ, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფომ გვი­თხრას უარი - ასე, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი გან­წყო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. თქვენ გამო ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იხო­ცე­ბი­ა­ნო. ჩვე­ნე­ბიც იხო­ცე­ბი­ან. არც ჩვენ გვინ­და ომი, ამი­ტომ წა­მო­ვე­დით აქ, ომს გა­მო­ვე­ქე­ცით. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კის მომ­ხრეა. თა­ვად ვე­სა­უბ­რე მათ, მაგ­რამ მე აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ და ვცდი­ლობ, მშვი­დად ვი­ცხოვ­რო ჩემს ოჯახ­თან ერ­თად..." - ამბობს კიდევ ერთი დამსვენებელი რეპორტაჟში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა