თეგებით ძიება

19 წლის ბიჭი სასტიკად მოკლა, ცხედარი გადამალა და ქვეყანა დატოვა - შემზარავი დანაშაულის დეტალები

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

როგორც პოლიცია ამბობს, მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა.  მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად კი, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა“. პირს ბრალი მკვლელობის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ  პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის მაისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა