რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო? - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5771 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5693 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8673 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.0957 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 ივლისიდან შევა ძალაში.