ნაგვის პარკში შეხვეული ახალშობილი ძაღლმა იპოვა - როგორია ბავშვის მდგომარეობა?
ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში გამვლელმა ნაგვის ტომარაში დალურჯებული ახალშობილი გოგონა იპოვა. ამის შესახებ Arab News იტყობინება.
მამაკაცის თქმით, ბავშვი ე.წ. ნაგვისთვის განკუთვნილ ქაღალდის პარკში იყო გახვეული და ის კბილებით ქუჩის ძაღლს ეჭირა. ბავშვი ტიროდა, რამაც გამვლელის ყურადღება მიიპყრო, მან ცხოველისგან ჩანთის აღება მოახერხა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.
ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ გოგონა მხოლოდ რამდენიმე საათის დაბადებული იყო. მათი თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. როდესაც გოგონა გამოჯანმრთელდება, მას ბავშვთა სახლში გაგზავნიან.