თეგებით ძიება

გაიხსნება ქართულ–რუსული უნივერსიტეტი, რომელსაც მთლიანად რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ორთქიფანიძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სანკტ–პეტერბურგში „ ქართულ–რუსული დიალოგის “ ფარგლებში გამართულ ფორუმზე განიხილეს ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც სტუდენტებისთვის უფასო იქნება და მას მთლიანად რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს. ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადგილის ძებნა, სადაც ეს უნივერსიტეტი განთავსდება.

“ეს იქნება უნიკალური სასწავლებელი, რომელსაც მთლიანად რუსეთის მხარე დააკომპლექტებს. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს უნივერსიტეტის შესახებ გარკვეული სურათი გვექნება“–ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა