გიო დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყო - ახალი დეტალები ავარიაში დაღუპულ ბიჭზე
კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: გიორგი წიკლაური,გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. სამივე მათგანი კლასელები იყვნენ და კასპში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, გიო ხუციშვილი დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყო.
„ისეთი ალალები იყავით“ „მთელი კასპი შეძრულია ამ ტრაგედიით“ .„გიო დღე-დღეზე მამა უნდა გამხდარიყავი...“
როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.