თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - ნახეთ ფასები უბნების მიხედვით
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში - 3.4%, ისე კერძო სახლების სეგმენტში - 1.6%.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.
უბნების მიხედვით 2023 წლის მეორე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება ასე გადანაწილდა:
მთაწმინდა – 5 167 ლარი;
ვაკე – 4 404 ლარი;
კრწანისი – 3 417 ლარი;
საბურთალო – 3 397 ლარი;
ჩუღურეთი – 3 284 ლარი;
დიდუბე – 3 131 ლარი;
ნაძალადევი – 3 006 ლარი;
ისანი – 2 917 ლარი;
გლდანი – 2 891 ლარი;
სამგორი – 2 718 ლარი.
რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით არის:
მთაწმინდა – 3 776 ლარი;
ვაკე – 3 647 ლარი;
კრწანისი – 2 811 ლარი;
საბურთალო – 2 628 ლარი;
ჩუღურეთი – 2 622 ლარი;
დიდუბე – 2 287 ლარი;
ნაძალადევი – 2 272 ლარი;
ისანი – 2 170 ლარი;
გლდანი – 2 123 ლარი;
სამგორი – 1 955 ლარი.
საზოგადოება