თეგებით ძიება

ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ბარიერის გადალახვა, არამედ გამარჯვების კამპანია, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად - პაატა მანჯგალაძე

არ ვაპირებთ კინკლაობას ოპოზიციურ პარტიებთან, ოპოზიციური ხმების გადანაწილებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, მიზანი უნდა იყოს „ქართულ ოცნებას“ ჩამოაკლდეს პროდასავლური ელექტორატი, მაგრამ ზოგს არეული აქვს ეს მიზანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ამასთან, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ისინი პირველ ადგილზე გავლენ, ხოლო ჯამში ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან ერთად დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ვამბობთ, რომ გავალთ პირველ ადგილზე, დაგვჭირდება ასევე ოპოზიციური პარტიებისა თუ ცენტრის მხარდაჭერა და ჩვენ ჯამში ოპოზიციური პარტიები მოვუგებთ "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებს. ჩვენ არ ვაპირებთ ტალახის სროლას და კინკლაობას ოპოზიციურ პარტიებთან, ჩვენ ოპოზიციური ხმების გადანაწილებისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ მიზანი უნდა იყოს "ქართულ ოცნებას" ჩამოაკლდეს პროდასავლური ელექტორატი, მაგრამ ზოგს არეული აქვს ეს მიზანი და ჰგონია, რომ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობას თუ 2 პროცენტს ჩამოაკლებს და ბარიერს გადალახავს, ეს არის ეროვნული ამოცანა, მაგრამ ეროვნული ამოცანა არის საქართველოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ბარიერის გადალახვა, არამედ გამარჯვების კამპანია, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა