თეგებით ძიება

მინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია: თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ - გიორგი ვაშაძე

მინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია - თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ძლიერი საქართველოს იდეიდან გამომდინარე, ყველა უნდა გაერთიანდეს.

„ამ ქვეყანას ვერასდროს მუხლზე ვერ დააჩოქებთ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ღირსეული ერი, ღირსების მქონე ადამიანების ერთობლიობა, რომელიც დიდ გამარჯვებას მოიტანს“, - მიმართა ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ვინც აქ არის, ყველა არის გამარჯვებული იმიტომ, რომ 2021 წლის არჩევნებში, პირველად, უპრეცედენტო რაოდენობის ოპოზიციის წარმომადგენლობა არის მთელ საქართველოში. წალენჯიხა არის გამარჯვების მაგალითი. ის საკრებულოებია გამარჯვების მაგალითი, სადაც დღეს უმრავლესობაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიები. ზუსტად ამიტომ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“ ერთად. დიდი გამარჯვება უკვე თქვენთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა ბევრ პატრიოტთან ერთად, რომ მოვუტანოთ მთელ საქართველოს. „გამარჯვების პლატფორმა“ არის პირველი ნაბიჯები. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ყველას ვუთხრათ - მეგობრებო, ჩვენ უკან არის ჩვენი სამშობლო, ჩვენს წინ კი არის დიდი პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს. ჩვენს წინააღმდეგ არის „ქართული ოცნება“, რომელიც მტერს შეეკრა. დღეს ორი არჩევანია ქვეყანაში.

ერთია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან, ნატოსთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, უკრაინასთან ერთად და მეორე მხრივ, რუსეთს დამონებული, დამორჩილებული ოლიგარქიული ჭაობი. ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების დაჯგუფებას უნდა, რომ გვიბიძგოს ჭაობისა და დაჩაჩანაკებული ჭაობისკენ. ჩვენ კი გვინდა, რომ საქართველოს მოვუტანოთ სიკეთე, გამარჯვება, წარმატება. საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი ქვეყანა და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველა იმ პატრიოტ ქართველთან ერთად, რომელსაც ახლა სისხლი უჩქეფს და უნდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ჩვენი მთავარი გზა და სტრატეგია არის, რაც შეიძლება მეტი პატრიოტი ჩავრთოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად“, - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა