ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6003 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8673 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.0965 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 ივლისიდან შევა ძალაში.