"რამოდენიმე ბოროტმა ადამიანმა გადაწყვიტა მოესპოთ ეს სიკეთე და ძაღლი ბავშვების თვალწინ "დააპატიმრეს" " - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ძაღლის შესახებ, რომელიც ბავშვების თვალწინ "დააპატიმრეს" და წაიყვანეს.
"25.07.2023 წ.
S.O.S.!!!
ბოროტი მძვინვარებს ჩემ ქვეყანაში. ებრძვის ყველას ვინც სიკეთეს აკეთებს, დიდს და პატარასაც. ამ სურათზე პატარა კეთილი გოგოა , ევა და მისი განუყრელი მეგობარი ბომბორა. ავჭალაში, ლიბანის 15 ნომერში მიკედლებული ჰყავს 9 წლის ევას ოთხფეხა მეგობარი. თავისუფალ დროს მეგობრები სულ ერთად არიან. სხვა ბავშვებიც ეფერებიან , აჭმევენ და უვლიან ბომბორას. რამოდენიმე ბოროტმა ადამიანმა გადაწყვიტა მოესპოთ ეს სიკეთე და დაემახინჯებინათ ბავშვების ფსიქიკა. სამწუხაროა, რომ ამ ბოროტებას ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა მხარი დაუჭირა და ბომბორა გუშინ 24 ივლისს ბავშვების თვალწინ "დააპატიმრეს" და წაიყვანეს.
დღეს ევამ დამირეკა, ღამე არ მძინებია, სულ ვტიროდიო. ეხლაც ცრემლები მომდის თვალებიდან, გთხოვ გადამირჩინოთ ჩემი მეგობარი და უკან დამიბრუნოთო.
ბომბორა არის გასტერილებული , ყურზე უკეთია საჭდე , გავლილი აქვს ყველა პროცედურა რასაც კანონი ითვალისწინებს და მინიჭებული აქვს თბილისში ცხოვრების უფლება . არის ძალიან კეთილი და მშვიდი ძაღლი .
მივმართავ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს , სასწრაფოდ დააბრუნეთ ბომბორა ლიბანის 15 ნომერში. მას იქ 9 წლის პატარა გოგონა , განუყრელი მეგობარი ევა ელოდება", - წერია ინფრომაციაში.