სოჭიდან ბათუმში - რუს ტურისტებს კრუიზით მოგზაურობას სთავაზობენ?
22 ივლისს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს. ამ თემაზე რეპორტაჟი Россия 1-მა მოამზადა, ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
კრუიზი 850 მგზავრით ბათუმში მეხუთე დღეს შევა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას. გარდა ამისა, "ეხო კავკაზა" წერს, რომ ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძები დაემატა.
"მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი ფრენის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ტელეკომპანია "რასია 1"-ის რეპორტაჟში.