თეგებით ძიება
27. 07. 2023 ბიზნესი

„ვცდილობთ, ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ“ - კომპანია „ცელსიუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი

2023 წლის ზაფხული საკმაოდ ცხელი გამოდგა, ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე კითხვით „ცელსიუსისთვის“ მიგვემართა. ჩვენს კითხვებს „ცელსიუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, სოფო ახალაია უპასუხებს:

- მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. 

- კომპანია „ცელსიუსი“ 2020 წელს შემოვიდა ბაზარზე გათბობა-გაგრილების მიმართულებით. ის ცნობილი იტალიური ბრენდის,  „არისტონის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამასთან, ბევრი წამყვანი ბრენდის პროდუქციას შეხვდებით „ცელსიუსის“ მაღაზიათა ქსელში. გვაქვს სიახლე, ამ ეტაპზე ექსკლუზივების რიგს CHIQ დაემატა, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი ჩვენს ქსელში. 

- ქსელი ახსენეთ... სადაა წარმოდგენილი თქვენი მაღაზიები?

- ჩვენი მაღაზიები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. როგორიცაა - ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და თბილისში (ოთხი მაღაზიით). დანარჩენ მოსახლეობას კი ონლაინ შეგვიძლია მოვემსახუროთ.

- ამ ეტაპზე თუ გაქვთ განსაკუთრებული  შეთავაზებები მომხმარებლისთვის?

- ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა საინტერესო შეთავაზება და საჩუქარი გავაკეთოთ. არც ეს ზაფხულია გამონაკლისი. ქვეყანაში მაღალი ტემპერატურაა და კონდიციონერებზე დიდი ფასდაკლებები გვაქვს ახალ  ბრენდზე, რომელიც საქართველოში სიახლეა თავისი თანამედროვე ფუნქციებით - დისტანციურად მართვა (ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციით), გამძლე შიგთავსი და გაგრილების მაღალი მაჩვენებელი. თავშიც ვახსენე არისტონის ბრენდი. კონდიციონერების არჩევანი გვაქვს არისტონშიც, თუმცა,  მიუხედავად ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა, ცხელი წყალი და გათბობის ქვაბი ამ პერიოდშიც აქტუალურია. ამიტომ ფასდაკლების  შეთავაზებები ამ მიმართულებითაც გავაკეთეთ.

- რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის შერჩევისას?

- აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ კონდიციონერი, რომელსაც არჩევთ, გააგრილებს მხოლოდ იმ ფართობს, რამდენზეც ერთი საერთო სივრცეა და ტიხარი, კარი, ფანჯარა და სხვა, ყოველთვის წინაღობას შექმნის. კონდიციონერი შეარჩიეთ ერთი საერთო გაშლილი ფართისთვის. წელიწადში ერთხელ გაწმინდეთ ფილტრები (თავადაც მარტივად შეძლებთ). რაც მთავარია, გაითვლისწინეთ პროფესიონალების რჩევები, რომლების შერჩევისას დაგეხმარებიან.

- როგორ უნდა დაგიკავშირდეთ მომხმარებელი?

- თუ მაღაზიებში სტუმრობას ვერ ახერხებთ, მოგვწერეთ CELSIUSI.GE ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322052930

- ხომ არაფერს დაამატებდით? 

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებელი. ამიტომ ვცდილობთ ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. პირადი მადლობა ჩემგან „ცელსიუსის“ გუნდს ამისთვის.   


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა