ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6491 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6247 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.0983 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ივლისიდან შევა ძალაში.