თეგებით ძიება

„ფრთხილად, ბატონებო, ფრთხილად, ოპოზიციაში უნდა ჩადოს "ნაღმი" და რუსული " ბანდეროლი" მტერმა, აბა კობახიძეს რა ლუსტრაცია სჭირდება?!“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 26 ივლისს, ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას და წერს.

„მეგობრებო და არამეგობრებო!

აი გუშინ რომ რუსული ბინძური "ბანდეროლი" სამ თითს გვაჩვენებდა გემბანიდან, აი იმ "ტურისტების", რომლებმაც თავხედურად შეგვაფურთხეს და გვითხრეს , რომ " რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთმა ჩვენგან გაათავისუფლა აფხაზეთი და საქართველო ჩვენი რაღაც რესპუბლიკააო" , აი ამ პირუტყვების მომხრეები არიან : მორგოშია, ლევან  ვასაძე, ნინო ბურჯანაძე, ალტინფო  ზურა მახარაძე  და ძმანნი  მისნი ,დიმიტრი ლორთქიფანიძე-პრიმაკოვის ფონდის  (ბურჯანაძის პარტიის  ყოფილი წევრი) ხელმძღვანელი ,  ფრიდონ ინჯია , და სხვა და მათ საქართველოს წინააღმდეგ ერთმანეთზე უარესი განცხადედები აქვთ გაკეთებული, ისეთი როგორიც არის მაგალითად "გორს  საქართველო ბომბავდა" "ომი საქართველომ დაიწყო",  მეტიც , პარტიის  პროგრამაში ( ახლა დღესაც) გაცხადებული აქვთ საქართველოს   იზოლაციაში დატოვება  მარტო ,რუსეთის პირისპირ  ეს ფაქტია. 

რა აკავშირებთ ამათ ერთმანეთთან???? რა და ერთმანეთთან აკავშირებს "ერთი მანეთი" ანუ რუსული ფული რუბლი - დოლარში დიიიიდი რაოდენობით, აი ამიტომ აკეთებენ  ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, აი ზუსტად  ისე,  თავიანთ  შვილებს დასავლეთში  რომ აცხოვრებენ, ასწავლიან და სხვის შვილებს  რუსულ  დაბინძურებულ გარემოს გაჭირვებას და ჭაობს სთავაზობენ. 

რამდენი ხანია ვსაუბრობ პრიმაკოვის ფონდზე, რამდენი ხანია  ვსაუბრობ  და ვინმეს  და რომელ უმწიფარს  და ბეცს პოლიტიკაში  შემთხვევითი ჰგონია, რომ დიმიტრი ლრთქიფანიძე ბურჯანაძის  პარტიის მეორე  თუ მესამე ნომერი პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი  შემთხვევით არის დღეს, "სადაც" არის ახლა?! ჰოდა, ეს რუსეთის მიერ ოპოზიციაში  ჩადებული  «ქართული ბანდეროლი" ქართველი  მარგარიტა  სიმონიანი  ბურჯანაძე  ინტერვიუში საქართველოს რომ  «რუბლად» ყიდდა და "ომი საქართველომ დაიწყო და გორს ჩვენ ვბომბავდითო" რომ გაჰკიოდა, აი ეს ბურჯანაძე რომ ტვ ეთერით  ნიკანორ მელიამ  ახსენა ორი დღის წინ "აი ბურჯანაძეც ჩვენთან ოპო მაგიდასთან იჯდაო", აი ესეც თუ ვინმეს  შემთხვევითი  ჰგონია , ბატონებო ცდებით!!!! 

მე კი ბოლო ხმაზე გავყვირი  ამ სქემის  შესახებ , ამ -საქართველოს წინააღმდეგ არსებული  "ფულით შეკრული სქემის" შესახებ... ჰოდა "რომ იჯდა ოპოს მაგიდასთან ეს რუსეთის მიერ ჩადებული "ბანდეროლი", და  გავიხსენოთ  ჯერ კიდევ ზურა ჟვანიას  პერიოდში   არის ( ცოტა ადრეც ) "ჩადებული" ეს ქალი რუსი გენერლის მიერ  პოლიტიკაში იმიტომაც გვიბედავს რუსი "ტურისტი" და შუა თითს გვაჩვენებს და « პრიჩოსკიანი" კობახიძე ქართველებს ქაჯებს ეძახის, ისე ამ კობახიძესაც შეგახსენებთ ვისაც არ ახსოვს, რომ ესეც ბურჯანაძის პარტია იყო ხომ არ გვავიწყდება?!

ეს სქემა უფრო  მოზრდილია  - საკმაოდ დიდი და ბებერ "გენერალთან " მიდის, ( თუმცა სქემა უფრო შესუსტებულია ახლა, მაგრამ მავნებლობა და საქართველოს  განადგურების  ხარჯზე "წილების" გაყოფა -ფულს ვგულისხმობ  და უძრავ-მოძრავ ქონებას ,კვლავ შეუძლიათ) აი იმ კაცთან მიდის 8 აპრილს  რუსის ჯარის  შემოყვანას  რომ მოითხოვდა  , რუსთაველზე ქართველების  დასარბევად. 

ფრთხილად ბატონებო ფრთხილად, ოპოზიციაში უნდა ჩადოს "ნაღმი" და რუსული " ბანდეროლი" მტერმა , აბა კობახიძეს  რა ლუსტრაცია სჭირდება ?! ისედაც გასაგებია! ასე, რომ  უნდა  იცოდეთ , რომ ნიკანორ მელიამ შემთხვევით არ ისროლა ის ფრაზა ტვ ეთერში" ბურჯანაძეც ჩვენთან ერთად იჯდაო, მაშინ  ადგილობრივი არჩევნებისთვის  ოფისშიო", ჰოდა, რომ "იჯდა" და კიდევ "სხვაც იჯდა", იმიტომაც "ზის " და ვსხედვართ მთელი საქართველო რუსულ წუმპეში ! ძალა ერთობით გაერთიანება  დასავლური ვექტორის ღირებულებებით არსებობს და საერთოდ -ღირებულებებით! 

სხვა  გზა არ არსებობს!“ - წერს ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა