თეგებით ძიება
28. 07. 2023 ბიზნესი

„ყოველთვის ვცდილობთ ვიზრუნოთ მომხმარებლებზე“ - მაღაზია „ცელსიუსის“ მენეჯერი

„ცელსიუსის“ შესახებ ჩვენთან ბევრჯერ შეხვდებოდით სხვადასხვა სიახლეებს. ამჯერად გადავწყვიტეთ წერეთლის 117ა-ში  შეგვევლო და საკუთარი თვალით გვენახა „ცელსიუსის“ შოურუმი. შემოგვევება ნათია, რომელიც ამ ფილიალის მენეჯერი აღმოჩნდა. რამდენიმე კითხვით მივმარტეთ, რასაც სიამოვნებით გიზიარებთ. 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ. გათბობა-გაგრილება საკმაოდ სპეციფიური სფეროა. როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი თუ გაქვთ სირთულეები საქმიანობისას?                 

- მე ვარ ნათია გოგიშვილი, 39 წლის. ტექნიკური საკითხები ყოველთვის მაინტერესებდა, რომ გითხრათ გამიჭირდა ამ სფეროსთან შეგუება - არა.  დაახლოებით 9-წლიანი  გამოცდილება მაქვს დაგროვილი ამ სფეროში. პირიქით, მიწევს ახალი თანამშრომელი მამაკაცებისთვის გამოცდილების გაზიარება. (იცინის)

- ამ ეტაპზე წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს, თუ გიქმნით დაბრკოლებებს?

- რეაბილიტაცია მტკივნეული საკითხია, მომხმარებლების რაოდენობა შეგვიმცირდა. თუმცა, გვყავს ერთგული მომხმარებლები, რაც  ARISTON-ის ბრენდის დამსახურებაა. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ახერხებენ ჩვენთან მოსვლას, ან გვიკავშირდებიან ონლაინ და დისტანციურად ვცდილობთ დავეხმაროთ პროდუქციის შეძენაში. 

- ამ ეტაპზე თუ გაქვთ განსაკუთრებული  შეთავაზებები მომხმარებლისთვის?

- ცელსიუსი ყოველთვის ცდილობს იზრუნოს მომხმარებლებზე. ამ ეტაპზეც გვაქვს აქციები ARISTON-ის გათბობის ქვაბებზე და CHIQ -ის ბრენდის კონდიციონერებზე .   

- რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის შერჩევისას?

- კონდიციონერის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ სამონტაჟო ადგილი, პირობები, სადაც ვაყენებთ კონდიციონერს, რადგან სწორად მოხდეს სიმძლავრის შერჩევა, ამის შემდგომ უკვე ფუნქციების მიხედვითაა შესაძლებელი ჩვენზე მორგებული ტიპის კონდიციონერის შერჩევა. 

- როგორ უნდა დაგიკავშირდეთ  მომხმარებელი? 

- ჩვენი მაღაზია მდებარეობს თბილისში, წერეთლის 117ა-ში. შეგიძლიათ დაგვირეკოთ „ცელსიუსის“ ცხელ ხაზზე- 032 2 05 29 30 და გადმოგამისამართებენ  ჩვენს მაღაზიაში. 

ჩვენი ყველა მონაცემი celsiusi.ge-ზეა.მთავარია მომხმარებელმა მოინდომოს, აუცილებლად გვიპოვნის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა