"Royal Caribbean-ს ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა, ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩასვლას ეხმაურება და წერს, რომ 2012 წელს შეჩერდა ტერმინალის მშენებლობა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა, რის ნაცვლადაც ის "სიმახინჯე" მივიღეთ, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა.
"აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.
ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.
ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ.
ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.