თეგებით ძიება

ავტრალიაში დელფინების თვითმკვლელობის მასობრივი შემთხვევა დაფიქსირდა

სამშაბათს ავსტრალიის სამხრეთით მდებარე პლაჟი შავი დელფინების სხეულებით იყო სავსე. 100-მდე გრძელფარფლიანი დელფინის კადრებმა, რომლებიც არა ღრმა წყალში იწვნენ და ფარფლებს ამოძრავებდნენ, მთელი მსოფლიო მოიარა. ვეტერინარების აზრით, ეს იყო დელფინების თვითმკვლელობის ანომალიური შემთხვევა.

დელფინების გადარჩენის ოპერაციაში 250-ზე მეტი მოხალისე, ზღვის ცხოვრების სპეციალისტები და ვეტერინარები ჩაერთნენ, თუმცა ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, მეორე დღეს 51 დელფინი მაინც მოკვდა,  ჯერ კიდეც ცოცხალ 46 დელფინს ევთანაზია ჩაუტარდება, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სპეციალისტებმა. მათი აზრით, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება ცხოველების ტანჯვის შესამსუბუქებლად - წერს CNN.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა