ავსტრიაში 22 წლის ქართველმა კაცმა მაღაზიიდან ალკოჰოლი მოიპარა - რა ინფორმაციაა ცნობილი?
ავსტრიაში 22 წლის ქართველი კაცი ერთ-ერთ მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მაღაზიის თანამშრომელმა კაცს სთხოვა ზურგჩანთა გაეხსნა, რის შემდეგაც კაცმა გაქცევა სცადა. მოგვიანებით კი, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
მამაკაცი გაქცევას საფრანგეთში რეგისტრირებული მანქანით ცდილობდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა კაცი ქურდობის ბრალდებით უკვე ორჯერ არის ნასამართლევი.