თეგებით ძიება
31. 07. 2023 ბიზნესი

„ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ სივრცესა და დროში შევქმნათ სასურველი კლიმატი“ - „ცელსიუსის“ ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი

„ცელსიუსი“ გათბობა-გაგრილების კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არც ზუგდიდია გამონაკლისი. ზაფხულის ცვალებადი ამინდების გადამკიდე, გადავწყვიტეთ „ცელსიუსის“ ზუგდიდის ფილიალის მენეჯერ - დემნა ჯახაიასთვის გვეკითხა რჩევა.

- დემნა, გვითხარით ცოტა რამ თქვენს შესახებ. დიდი ხანია ცელსიუსის გუნდს წევრი ხართ?

- გათბობა/გაგრილება და წყალმომარების სისტემებში მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში დამიგროვდა ძალიან დიდი ცოდნა, რასაც ეფექტურად ვიყენებ მომხმარებლებთან ურთიერთობისას. „ცელსიუსის“ გუნდის წევრი ვარ 2020 წლიდან. ძალიან  რთულ პერიოდში (პანდემია) გამოვჩნდით ბაზარზე. თუმცა, კომპანიაში არსებულმა ძლიერმა ადამიანურმა რესურსმა განაპირობა ჩვენი წარმატება და უმოკლეს პერიოდში დავიკავეთ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი.

- როგორია „ცელსიუსი“ ზუგდიდში, როგორ ათბობთ და აგრილებთ მომხმარებელს? თქვენი ძირითადი ბრენდები.  

- „ცელსიუსის“ ზუგდიდის ფილიალს საკუთარ თავზე აქვს აღებული სამეგრელოს რეგიონის გათბობა/გაგრილებით უზრუნველყოფა. ნებისმიერ დროს მზადაა მომხმარებლებს გაუწიოს მაღალი დონის კონსულტაცია/მომსახურეობა, მარტივად მოაგვაროს გათბობა-გაგრილების საკითხები. ამ ყველაფერში გვეხმარება და ზურგს გვიმაგრებს ჩვენი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა: ARISTON, CHIQ, WARMHAUS, VANWARD,KAS, VOX...

- საკმაოდ ცხელი ზაფხულია წელს მსოფლიოში. შესაბამისად, კონდიციონერებზეც დიდი მოთხოვნაა ბაზარზე. სად მდებარეობს თქვენი ფილიალი და როგორ უნდა მოგმართოთ მომხმარებელმა?

- ცხელ ზაფხულს, როგორც ყოველთვის ახლაც მომზადებულები დავხდით და თან საკმაოდ კარგი შეთავაზებებით. კონდიციონერების სეგმეტში გავხდით CHIQ-ის ექსკლუზიური  წარმოადგენლები საქართველოში. შესაბამისად,განსაკუთრებულ ფასებს ვთავაზობთ  ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. შესაძენად მომხარებელს შეუძლიათ გვეწვიონ ცელსიუსის  ზუგდიდის ფილიალში, რომელიც მდებარეობს  თაბუკაშვილის #7 -ში, დაგვიკავშირდნენ  ცხელ ხაზზე ( 032 2 05 29 30) ან მობილურ ნომერზე : 577 65 93 44.  

- აქციებით თუ ანებივრებთ ხოლმე მომხმარებელს. თუ არის ისეთი შეთავაზება, რომელიც მუდმივად გაქვთ კომპანიაში?

- მომხმარებელს  მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა პროდუქციაზე აქციებს. როგორც ზემოთ ავღნიშნე,  წარმომადგენელები ვართ სხვადასხვა წამყვანი ბრენდის, რაც  საშუალებას გვაძლევს, მუდმივად გავანებივროთ ჩვენი ერთგული მომხმარებელი.  სასურველი ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და საიმედოობით, შეიძინონ  მისაღებ ფასად. გარდა ყოველთვიური აქციისა გვაქვს, მუდმივად მოქმედი შეთავაზება - „შეცვალე ძველი ახლით“, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ ძველი ქვაბი ჩაანაცვლონ ახალი, იტალიური  ARISTON-ის ქვაბით და მიიღონ 500 ლარამდე ფასდაკლება.

- რა რჩევას მისცემდით მომხმარებელს?

- ჩვენს ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს საცხოვრებელ სივრცეში არსებულ ტემპერატურას და ჰაერს, რომელიც ასევე გვიქმნის კომფორტულ გარემოს. ასეთი სივრცის  შესაქმნელად საჭიროა შესაბამისი ტექნიკა.  გამომდინარე აქედან,  მომხმარებელს ვურჩევ, აქცენტი გააკეთოს ხარისხიან და საიმედო პროდუქციზე , რომელიც  პასუხიმიგებელია სასურველი კლიმატის შექმნაზე ჩვენს სივრცეში. ზუსტად ასეთი პროდუქციით ვართ წარმოდგენილები ბაზარზე და ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ სივრცესა და დროში შევქმნათ სასურველი კლიმატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა