ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია
საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა.
საიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ასევე არიან გენრი დოლიძე – „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ხათუნა ბერიძე, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე.
საიას ინფორმაციით, 6 დაკავებული ბათუმში ჰყავთ,ზოგიერთი მათგანი გადაიყვანეს ოზურგეთში, შესაძლოა ასევე ზუგდიდსა და ფოთის განყოფილებებში.