"ომი მალე გადაინაცვლებს ავტორთა ტერიტორიაზე" - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ომი მალე რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
"მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულმასშტაბიან ომს და ეს ომი სულ მალე გადაინაცვლებს ავტორთა ტერიტორიაზე. ყველაფერი, რაც მოხდება რუსეთში, არის ობიექტური ისტორიული პროცესი. მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
#Moscow is rapidly getting used to a full-fledged war, which, in turn, will soon finally move to the territory of the "authors of the war" to collect all their debts... Everything that will happen in #Russia is an objective historical process. More unidentified drones, more… — Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 1, 2023