თეგებით ძიება
01. 08. 2023 ბიზნესი

როგორ გვაგრილებს „ცელსიუსი“? - რჩევები ვარკეთილის ფილიალის მენეჯერისგან

ვარკეთილში მიმავალი აუცილებლად შეამჩნევ წითლად გადანათებულ „ცელსიუსს“. სულ რამდენიმე თვეა, რაც ჯავახეთის 64-ში ახალი ფილიალი გაიხსნა. ვკითხოთ ფილიალის მენეჯერს, გიორგი ნატროშვილს, როგორ მიეჩვია მომხმარებელი ამ ადგილს. 

- მოგესალმებით გიორგი, პირველ რიგში გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენს შესახებ. 

- მოგესალმებით,  სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს ახალ ფილიალში. მე გახლავართ გიორგი ნატროშვილი განათლება: ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში - სპეციალობით ფინანსისტი. პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი სამუშაო გამოცდილება მუდმივად უკავშირდებოდა ფინანსებსა და გაყიდვებს, როგორც საცალო, ისე საბითუმო სფეროში. მუდმივად მომხმარებლებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობამ კარგი გამოცდილება მომცა, რაც „ცელსიუსში“ ბევრჯერ დამეხმარა 

- „ცელსიუსის“ შესახებ ბევრი გვსმენია. გვითხარით როგორია ყველაზე „ახალბედა“ ფილიალი ვარკეთილში? რამდენად ადვილად გაიჩინა მომხმარებელი?

-  „ახალბედა“  ეს მხოლოდ თარიღით თუ ვიმსჯელებთ. „ცელსიუსი“ იმდენად ცნობილი და გამოცდილი ბრენდებით არის წარმოდგენილი ბაზარზე, რომელთანაც ხალხს დიდი ხნის ნდობა და გამოცდილება აკავშირებს, შესაბამისად, მომხმარებელს გაცნობა და შეჩვევა აღარ დასჭირდა. 

- ზაფხულის სიცხეში აუცილებლად უნდა გკითხოთ, კონდიციონერის ახალი ექსკლუზივით შემოვიდა „ცელსიუსი“ ბაზარზე, გვითხარით ბრენდის უპირატესობები. 

- როგორც ვიცით, კლიმატის შემსწავლელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტაზე სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი პერიოდი დგას, რაც აქამდე გვინახავს ანუ ყველაზე ცხელი ზაფხული გველოდება. კომფორტულ სიგრილეში გატარებაშიც სწორედ ცელსიუსის ახალი ექსკლუზივი დაგვეხმარება. „CHIQ” ბრენდის სახელი მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელია, მაგრამ ფუნქციონალი დიდი და საინტერესო.

კონდიციონერი გვხვდება სტანდარტული სპლიტ სისტემით, რომელსაც მომხმარებელი დიდი ხნის მიჩვეულია. არის ორი ტიპის ძრავით ON/OFF და INVERTER (მათ განსხვავებებს ფილიალებში დეტალურად აგიხსნიან). აუცილებლად უნდა ვახსენოთ კომპრესორის ბრენდი „GMCC“, რომელიც პასუხისმგებელია რომ მაქსიმალურად დიდხანს მოგვემსახუროს კონდიციონერი. დამატებით აქვს ისეთი ფუნქციები როგორიცაა:

Health Filter- იონიზაციის და ანტიბაქტერიული ფუნქცია, რომელიც გვაძლევს უსაფრთხო ჰაერს;

Mildew Proof- ნესტისგან დაცვა;

Self-Clean mode თვითწმენდის ფუნქცია;

- რას ურჩევდით მომხმარებელს კონდიციონერის შეძენისას. რა უნდა გაითვალისწინონ?   

- კონდიციონერზე (რადგან უფრო გაგრილების ფუნქციით ვიყენებთ, აქცენტით ჯობია ამ მხრივ გავაკეთოთ) არის რამდენიმე პირობა, რაც აუცილებელია შეძენამდე ვიცოდეთ: 

• განვსაზღვროთ ფართის დანიშნულება (საყოფაცხოვრებო, მარკეტი, რესტორანი, სამზარეულო) სად გვიწევს დაყენება და რამდენად იქნება სითბოს გამცემი წყარო.

• როგორ  შეძლებს სივრცე ტემპერატურის შენარჩუნებას;

• მზიანი მხარეა თუ არა, რადგან გარე აგრეგატს ღია სივრცეში უწევს მუშაობა;

- თუ გაქვთ მიმდინარე შეთავაზებები, რაც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს. 

- მიმდინარე თვეში რამდენიმე სხვადასხვა ბრენდზე გვაქვს აქცია. გათბობის ქვაბებიდან ARISTON_ის ორი მოდელი გვაქვს შეთავაზებაში. რაც შეეხება სეზონურ პროდუქციას , CHIQ-ის სრული ასორტიმენტი საააქციო ფასებით და საჩუქრად WI-FI მოდემებით გვაქვს წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა იცის, რომ ცელსიუსს ხშირად აქვს შეთავაზებები და ვინც ამ თვეში ვერ მოასწრებს შეძენას, მომავალშიც შევძლებთ გავახაროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა