ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6215 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6422 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8768 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9054 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0972 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 აგვისტოს შევა ძალაში.