თეგებით ძიება

დაკავებული 7 ქართველიდან 2-ის ვინაობა ცნობილია - მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები (ვიდეო)

ჩეხეთში, ყალბი სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 13-კაციანი ჯგუფიდან 7 ქართველია. ტრანსნაციონალური კონტრაბანდა სამი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობით აღკვეთეს. საუბარია კუსტარულად დამზადებულ 8.5 მილიონ ღერ სიგარეტზე და 111 მილიონ კრონაზე მეტი გადასახადების დამალვაზე.

ირკვევა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩეხეთში, სოფელ ჩერნოჟიცეში მოქმედებდა. გამოძიებამ საიდუმლო საწარმოდან, კუსტარულად დამზადებული დიდი ოდენობით სიგარეტის გარდა, სარეალიზაციოდ გამზადებული 22 ტონა ნედლი თამბაქოც ამოიღო. სპეცოპერაცია, ჩეხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.

დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქიდან 2-ის ვინაობა ცნობილია.

ერთ-ერთი 32 წლის ბექა ქოქაშვილია, რომელიც საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა