თეგებით ძიება

"სამი წელია ვებრძვი ვერაგ დაავადებას, სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ამდენი ადამიანის გვერდში დგომა და სიყვარული მენახა" - სოსო ჯაჭვლიანის ემოცური წერილი

მსა­ხი­ო­ბი, სოსო ჯაჭვლიანი წერილს წერს, სადაც ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და მად­ლო­ბას უხ­დის თა­ნად­გო­მის­თვის. წერილი ambebi.ge-ს სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გობ­რებ­მა გა­დას­ცეს.

“უკვე სამი წელია ვებრძვი ვერაგ დაავადებას… სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ამდენი ადამიანის გვერდში დგომა და სიყვარული მენახა”, – წერს სოსო ჯაჭვლიანი.

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის.

მსა­ხი­ო­ბის მე­გო­ბა­რი, ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან დღე­ვან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ე­ტი მე­გობ­რის შე­სა­ხებ ამ­ბობს:

“სოსო ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა თურ­ქეთ­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ის უკე­თაა, ის კი არა და, წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა კი­დეც. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც ვარ იმა­ში, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ჩვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას”. 

ცოტა ხნის წინ ambebi.ge-ს სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გობ­რებ­მა გა­დას­ცეს წე­რი­ლი, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი თა­ვად წერს. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და მად­ლო­ბას უხ­დის თა­ნად­გო­მის­თვის.

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­დო ვი­დეო, რო­მე­ლიც ჩა­წე­რა დათო გი­ორ­გო­ბი­ან­მა. ნა­ფო­ტამ. უკვე სამი წე­ლია ვე­ბეძ­ვი ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას. ამ ხნის მან­ძილ­ზე გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ და­მი­ჩივ­ლია სა­ჯა­რო სივ­რცე­ში.

ნა­ფო­ტას ვი­დე­ომ ძალა შემ­მა­ტა, უფრო მე­ტად კი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­მა და თა­ნად­გო­მამ. ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო.სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის ისე­თი მად­ლი­ე­რი ვარ. ყვე­ლას სა­ხელ­სა და გვარს ვერ ჩა­მოვ­თვლი, რად­გა­ნაც ბევ­რნი არი­ან. სი­ცო­ცხლე მხო­ლოდ იმი­ტომ ღირს, რომ მე­ნა­ხა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გვერ­დში დგო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი. პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სოსო ჯაჭვლი­ა­ნი”, – წერია წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა