თეგებით ძიება

თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა ყველაზე მეტად ბინები და კერძო სახლები?

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) გასულ წელთან შედარებით 13%-ით მოიმატა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, წლიურ ჭრილში ფასები ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში, უბნების მიხედვით კერძო სახლები ყველაზე მეტად ჩუღურეთში გაძვირდა, სადაც წლიურ ჭრილში ერთ კვადრატულ მეტრზე ზრდამ 658 ლარი შეადგინა. 500 ლარზე მეტად გაძვირდა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დიდუბის რაიონში. ფასები უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირდა კრწანისსა და ისანში. მეორე კვარტალში კერძო სახლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი და წლიური ცვლილება თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:

მთაწმინდა – 3 776 ლარი, ზრდა 561

ვაკე – 3 674 ლარი, ზრდა 534

საბურთალო – 2 811 ლარი, ზრდა 305

დიდუბე – 2 628 ლარი, ზრდა 556

ჩუღურეთი – 2 622 ლარი, ზრდა 658

ისანი – 2 287 ლარი, კლება 100

კრწანისი – 2 272 ლარი, კლება 23

ნაძალადევი – 2 170 ლარი, ზრდა 332

სამგორი – 2 123 ლარი, ზრდა 90

გლდანი – 1 955 ლარი, ზრდა 351

რაც შეეხება ბინების სეგმენტს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უბნების რეიტინგი არ შეცვლილა, თუმცა ფასი ყველგან გაიზარდა და ზრდის დიაპაზონი 260-830 ლარის ფარგლებშია. ყველაზე დიდი ზრდა მთაწმინდის რაიონშია, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ბინის ფასმა 828 ლარით მოიმატა. გარეუბნებში წლიურ ჭრილში ბინები ყველაზე მეტად ისნისა და გლდანის რაიონებში გაძვირდა, შესაბამისად 1მ²-ზე ფასმა 337 და 333 ლარით მოიმატა. ბინების სეგმენტში ფასი და ცვლილება ასეთია:

 

მთაწმინდა – 5 167 ლარი, ზრდა 828

ვაკე – 4 404 ლარი, ზრდა 559

კრწანისი – 3 417 ლარი, ზრდა 480

საბურთალო – 3 397ლარი, ზრდა 470

ჩუღურეთი – 3 284 ლარი, ზრდა 428

დიდუბე – 3 131 ლარი, ზრდა 317

ნაძალადევი – 3 006 ლარი, ზრდა 226

ისანი – 2 917 ლარი, ზრდა 337

გლდანი – 2 891 ლარი, ზრდა 333

სამგორი – 2 718 ლარი, ზრდა 267


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა