ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6185 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6215 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8749 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8768 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0971 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 აგვისტოს შევა ძალაში.