თეგებით ძიება

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი აიკრძალა.

შეზღუდვა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტს/ექსპორტს ეხება, 1 აგვისტოდან ამოქმედდა.

26 სექტემბრიდან შეზღუდვა ევროკავშირიდან შემოყვანილ მანქანებსაც შეეხება.  

აღნიშნულ აკრძალვებს აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც 23 ივნისს შევიდა ძალაში.

სანქციების მე-11 პაკეტით იკრძალება ევროკავშირიდან რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების ექსპორტი. მათ შორისაა ყველა ახალი და მეორეული მანქანა, რომელთაც 1900 სმ³-ზე მეტი ძრავა აქვთ, ყველა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა. 

საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტმა მკვეთრად მოიმატა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. განსაკუთრებით გაიზარდა ძვირად ღირებული ავტომობილების ექსპორტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა