თეგებით ძიება

რაში მაინტერესებს ზახაროვა, ეგ თქვენ გაინტერესებთ და თქვენ გყავდეთ - კახა კალაძე ჟურნალისტს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თანხვედრაშია თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას და „ქართული ოცნების“ განცხადებები, განაცხადა: „რა ემთხვევა?! რაში მაინტერესებს ზახაროვა, ეგ თქვენ გაინტერესებთ და თქვენ გყავდეთ მარიანა ზახაროვა“.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა