თეგებით ძიება

„ვერტმფრენი! ბევრი ვერტმფრენი სჭირდება ამ ქვეყანას!“ - რას წერს თეა გოდოლაძე?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა ველაპარაკე ადგილობრივებს. სასტუმრო სანსეტთან ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა მდინარე ჭანჭახი, უხვმა ნალექმა და მეწყერმა გამოიწვია ღვარცოფი. ჭანჭახი რიონის შენაკადი მდინარეა.

ვერტმფრენი! ბევრი ვერტმფრენი სჭირდება ამ ქვეყანას!“ - წერს გოდოლაძე.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა. მეწყერში მოყოლილია 16 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა