დედა სახლში, სამზარეულოში იყო, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს - მოქალაქე სტიქიის ზონაში მყოფ დედას ეძებს
კურორტ შოვში, მეწყერის ზონაში ქალს ეძებენ. მოქალაქე აცხადებს, რომ დედა სახლში იყო და მას მაშველები ვერ პოულობენ. ინორმაციას ფორმულა ავრცელებს.
„სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, - აცხადებს მოქალაქე მედიასთან.
მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ზონაში მყოფ მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან.