35 ადამიანთან ვერ ხერხდება კონტაქტი - ირაკლი ქარსელაძე (ვიდეო)
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის, რაჭაში სტიქიის ზონაში კონტაქტი 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.
"ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსნებთ, სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.