„ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში“ - რას წერს გოგო, რომელიც სტიქიას გადაურჩა?
რაჭაში სტიქიას გამოქცეული ერთ-ერთი გადარჩენილი, მარიამ ბერიანიძე, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტიქიის დეტალების შესახებ წერს.
"კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საატი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერსი. ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს ცოცხლებს იპოვნიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე მაგრამ ვერ გპასუხობთ რადგან ჩემი ტელეფონი ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ გადავრჩით და კარგად ვართ. 1 საატის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლბა ყველას მოკითხვისათვის. უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ", - წერს მარიამ ბერიანიძე.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.