“3 თვის მესაზღვრე გვყავს...“ - შოვში, სტიქიის ზონიდან ჩვილი გადაარჩინეს (ვიდეო)
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.
"პატარა ბავშვით აგვიყვანეს სასაზღვრო სექტორზე და მაქსიმალური ყურადღება მოგვაქციეს“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ბავშვის მამამ განუცხადა, რომელმაც ოჯახთან ერთად ღამე მესაზღვრეებთან ერთად გაათია.
ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სასაზღვრო სექტორის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ჩანს პატარა ბავშვი მშობლებთან ერთად.