თეგებით ძიება
04. 08. 2023 ვიდეო

"დილის 7 საათზე, სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ ცხედრები, ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და ახლა 3 საათია, ისევ აქ არიან, არ უნდა გადაასვენოთ?" - უმძიმესი კადრები შოვიდან

სოციალურ ქსელში შოვიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება.

"დილის 6 საათზე, სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ ცხედრები, ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და ახლა 3 საათია, ისევ აქ არიან, არ უნდა გადაასვენოთ?", - ამბობს ბიჭი ვიდეოში.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 140-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა