თეგებით ძიება

"ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"უმძიმესი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას. ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია. სხვა შეფასება ალბათ რთულია და ახლა არც ამის დროა. მადლობა ყველა უწყებას, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგავად და მაღალპროფესიულად ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მათ უკვე შეძლეს ყველა ადამიანი, რომლებთანაც კომუნიკაცია შედგა, უვნებლად გამოეყვანათ სტიქიის ზონიდან, ახლა კი ძებნის სამუშაოებს აგრძელებენ დაკარგული ადამიანების პოვნის უდიდესი იმედით“, - წერს მამუკა მდინარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა