ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6117 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6150 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8590 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8585 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0968 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 აგვისტოს შევა ძალაში.