თეგებით ძიება

„ახლა ერთადერთი რაც შეგვიძლია - სასწაულისთვის ვილოცოთ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

„იმდენად ღრმა და სისტემურია ის პრობლემები, რატომაც შეიძლება სახელმწიფო ვერ პასუხობდეს სტიქიურ უბედურებებს სათანადოდ, რომ ახალი რესპუბლიკური წესრიგის დაფუძნების გარეშე - რაც უპირველესად თავისუფალი სასამართლოს შექმნას გულისხმობს და არანაკლებ, დეცენტრალიზაციას და თვითმმართველობის გაძლიერებას, გნებავთ 80 ვერტმფრენი იყიდონ, სახელმწიფო მაინც მოუმზადებელი იქნება. 

უამრავი ბრალდება შეიძლება ვისროლოთ ერთმანეთის მიმართ - აგვისტოს ომის დროს “ხალხის მიტოვების” საზიზღარი ცილისწამებით დაწყებული, ახლა სტიქიური უბედურებისას ხალხის მიტოვების ბრალდებით გაგრძელებული… მაგრამ ეს ბრალდებები ვერ დაკვალიანდება, თუ სანდო სასამართლო არ არსებობს, რომლის გადაწყვეტილებაც სარწმუნოა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. 

არც “ხალხის მიტოვების” ბრალდებას ექნებოდა საფუძველი, თუ ადგილობრივი მთავრობა ძლიერია, დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია და ანგარიშვალდებული საკუთარ ხალხთან, თემთანაა და არა თბილისთან. 

იმის თქმა მინდა, რომ გაცილებით ღრმაა პრობლემა, ვიდრე ვერტმფრენი და თურქეთში გადარეკვა. 

ახლა ერთადერთი რაც შეგვიძლია - სასწაულისთვის ვილოცოთ. 

შემდეგ კი უნდა დავაფუძნოთ ახალი რესპუბლიკური წესრიგი, სადაც პოლიტიკურ ძალებს შორის არის თავისუფალი კონკურენცია, ხოლო ხელისუფლების შტოები და დონეები ერთმანეთის შეკავებას და გაწონასწორებას ემსახურება. 

სტიქია სასტიკია, მაგრამ მას უკეთ უმკლავდები, როცა ისეთ სისტემაში მუშაობ, სადაც ანგარიშვალდებული ხალხთან ხარ და არა ცენტრთან (მიუხედავად იმისა, ცენტრში ვინ ზის) და ისიც იცი, რომ გულგრილობისთვის სამართლიანი სასამართლო გაგასამართლებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა