არ მჯერა, რაც დაგვემართა, 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში - რას ამბობს შოვში სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე?
გადავრჩით სასწაულებრივად. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში, - ამის შესახებ რაჭაში, სტიქიის ზონაში მოყოლილი ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ ბერიანიძემ თქვა.
„გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან“, - თქვა მარიამ ბერიანიძე.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.