ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა, იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან - შოვში სტიქიას გადარჩენილი მოქალაქის ემოციური განცხადება
რაჭაში, სტიქიის ზონაში მოყოლილი ერთ-ერთი მოქალაქე, მარიამ ბერიანიძე ამბობს, რომ მათ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა.
„გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან“, - წერს მარიამ ბერიანიძე.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.