თეგებით ძიება

ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვართ, ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს - რას ამბობენ მეგობრები შოვში დაკარგულ სამ გოგოზე?

შოვში დაკარგულებს შორის არიან სამი მეგობარი: სალომე ხეთაგური, გვანცა ბუბაშვილი, ნინო კენჭაძე, რომლებიც ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულან.

„ბევრი კითხულობს მდგომარეობას. გვანცა ბუბაშვილი და გოგონები ჯერ არ გამოჩენილან, კიდევ ეძებს სამაშველო. არც მანქანა იძებნება. აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი.

მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს. ეძებენ დამატებით 30-35მდე ადამიანს. მადლობა გვერდში დგომისთვის“- წერს დაკარგული გოგონების მეგობარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა