თეგებით ძიება

"მერამდენედ უნდა შევხვდეთ მორიგ სტიქიას შიშველი ხელებით, დათუთქული გულით და დაღუპული ბავშვებით? წინა სტიქიიდან რა ვისწავლეთ?" - რას წერს ბაია პატარაია?

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიები ყველგან გარდაუვალია.

"ჩვენ ლამაზ სამშობლოში სტიქიები გარდაუვალია, მაგრამ სტიქიის დროული მონიტორინგი, ამოცნობა, ხალხის ევაკუაცია - შესაძლებელია კარგი და პასუხისმგებლიანი მთავრობის პირობებში.

და ხე-ტყის უკონტროლო ჭრა? და მდინარის ხეობაში გაცემული სამშენებლო ნებართვები? თბო და ღამის ხედვის დრონების ქონა? ღამე მომუშავე ევრტფრენის ქონა? წინასწარ და პერიოდულად გარემოს რისკების შეფასება კლიმატური პირობების გათვალისწინებით? - კი, ეს ყველაფერიც შესაძლებელია პასუხისმგებლიანი და კომპეტენტური მთავრობის პირობებში.

ზუსტადაც რომ კონტროლის, რეგულაციების, მონიტორინგის და გარემოს დაცვის გამო მინდა ევროკავშირი. იქ უფრთხილდებიან გარემოს, ასჯერ ზომავენ და ერთხელ ჭრიან, და მომზადებული ხვდებიან სტიქიებს. ჩვენთან რაც ხდება, ეს ევროპა კი არა რუსეთია - კორუფცია, კაპიტალის გაფეტიშება და ოლიგარქების პარპაში. (ცოლისთვის ნაჩუქარი ტყეები არ დავუვიწყოთ პრემიერს). 

"იიიი... ყველაფერს რატო აპლიტიკურეეეებთ????" იმიტომ რომ ყველაფერი პოლიტიკა და პოლიტიკის შედეგებია. სტიქიის წინასწარ განჭვრეტა, დროული დეტექცია და მართვა კი არა, ევაკუაციაც რომ არ ვიცით და მერე სამაშველო ოპერაციებს ვერ ვატარებთ აღჭურვილობის უქონლობის გამო - ეგეც პოლიტიკაა.

მერამდენედ უნდა შევხვდეთ მორიგ სტიქიას შიშველი ხელებით, დათუთქული გულით და დაღუპული ბავშვებით? წინა სტიქიიდან რა ვისწავლეთ? 

ამ სტიქიიდან რას ვისწავლით? 

და არჩევნებზე ვის შემოვხაზავთ ისევ? - ამაშია საქმე", - წერს პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა