თეგებით ძიება

"განა შეიძლება, ამათ პირობებში რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს?!" - რამ გააბრაზა ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება შესაცვლელია.

"ან ყველანი გამოვფხიზლდებით და ამ ხელისუფლებას შევცვლით ან შევეგუოთ, რომ წინ მხოლოდ უარესია. 

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - განა შეიძლება, ამათ პირობებში რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს ?! 

რისთვის სწირავთ საკუთარ თავს - ამ რუსი, უცოდინარი, ბანდიტი, ბოროტი და კორუმპირებული ტიპების ხელისუფლებაში ყოფნის გამო საკუთარ სიცოცხლეს ეთამაშებით ?! 

როცა ვამბობ, რომ ყველანი უნდა გამოვფხიზლდეთ, ვგულისხმობ მართლა ყველას, უდიდეს უმრავლესობას, რომ თავშიც ვერ გაივლოს ამ კრიმინალურმა ბანდამ თავისი მეთაურით გატოკება და ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება. 

ახალმა მთავრობებმა კი უნდა იცოდნენ - იმდენი გამოცდილება ნამდვილად დააგროვა საზოგადოებამ, არ მოგითმინოთ, პირველსავე ფაქტზე გაგაპანღუროთ ან, თუ კანონი მოითხოვს, ციხეში გიკრათ თავი. 

მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს - ქვეყანა გაყიდეს; მტერს ემსახურებიან; ვერტმფრენიც კი არ იყიდეს 10 წელია, რადგან ფეხებზე ჰკიდიათ, მოკვდება თუ არა ვინმე; ეს ვერტმფრენი უბრალოდ კარგად აჩვენებს დამოკიდევულებას, თორემ ყველა რგოლი მოშლილია და ყოველ ჯერზე მხოლოდ ჩვენი მაშველების ადამიანური სიმამაცე გვეიმედება; ყველაფერს სხვა აბრალებენ; ახლაც ერთადერთი საზრუნავი აქვთ - ტროლებითა და ბოტებით გამოფიტონ, დაღალონ ხალხი, ისევ ხელი ჩააქნევინონ ყველაფერზე და ასე გადააგორონ მორიგი ტრაგედია.

საკმარისია, ერთხელ საფუძვლიანად გავარღვიოთ ეს ცრუ დილემები და ხელოვნურად დანერგილი შიში. არ უნდა შევეგუოთ, რომ მხოლოდ ცუდია წინ. თითქოს შევეჩვიეთ იმას, რომ ტანჯვისთვის გავჩნდით ამ ქვეყანაში და ამ უბედურებასთან საბოლოოდ შეგუებისკენ მივდივართ", - წერს სანაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა