თეგებით ძიება

"გული მისკდება და უმწეობის საშინელი შეგრძნება მაქვს ამხელა ტრაგედიის წინაშე" - რას წერს მაკა რაზმაძე?

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჭაში საშინელება ხდება.

"გონზე ვერ მოვდივარ ეს დღეები ,შიშით ვხსნი ყოველ ჯერზე ფბს რომ ახალი საშინელება არ დამხვდეს და ახალი მსხვერპლის შესახებ არ წავიკითხო...გული მისკდება და უმწეობის საშინელი შეგრძნება მაქვს ამხელა ტრაგედიის წინაშე...

ნეტაი თქვენ,სახლში წამოწოლილები  ახალ-ახალ

" მომგებიან" სტატუსებს რომ აცხობთ და პოპულისტობის თავი რომ გაქვთ.წამოწოლილები რომ ასწავლით და ამეცადინებთ ყველა დარგში იმ ადამიანებს ვინც უშუალოდ ადგილზე ცდილობს საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვების სიცოცხლის გადარჩენას,კომფორტული ტახტებიდან ამეცადინებთ და ჭკუას ასწავლით ყველას და ამ საშინელ დღეებში უფრო ზაფრავთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს...ჯერ კიდევ რამდენი ადამიანია დაკარგული რამდენი ოჯახი გამწარდა და რამდენი ჯერ კიდევ იმედით შეჰყურებს ტალახსა და ღორღში ჩაფლულ შენობებს რომ იქნებ იქ მათი ოჯახის წევრები ცოცხლები აღმოაჩინონ...

საშინელებაა სტიქია,მაგრამ უფრო საშინელებაა ის რასაც ზოგი ადამიანი აქ სჩადის...", - წერს რაზმაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა