თეგებით ძიება

"ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, არ გვი­პო­ვია სა­მი­რა, უბ­რა­ლოდ ლო­კა­ცია გვაქვს ტე­ლე­ფო­ნი­დან“ - რას ამბობს დაკარგული 18 წლის გოგოს ძმა?

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მი­რა ისა­ე­ვა თით­ქოს ცო­ცხა­ლი იპო­ვეს და მას­თან სა­უ­ბა­რიც მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა გო­გო­ნას ძმამ ის­კან­დერ ისა­ე­ვამ არ და­ა­დას­ტუ­რა.

"ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, არ გვი­პო­ვია სა­მი­რა, უბ­რა­ლოდ ლო­კა­ცია გვაქვს მე­ზობ­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან და ეგეც რო­გორც ჩანს ძვე­ლია. სა­მი­რა ჩვენ მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად არის, 4 წლის ბავ­შვი, 60 წლის ქალი და 40 წლის გო­გო­ნა.

ამ ეტაპ­ზე სხვა ინორ­მა­ცია არ მაქვს. ერთი ეგ ვიცი, რომ 25 ივ­ლისს გა­ვიდ­ნენ რუს­თა­ვი­დან, ჩემ დას­თან ბო­ლოს კონ­ტაქ­ტი 2 აგ­ვის­როს მქონ­და, მი­თხრა კო­ტე­ჯი და­ვი­ქი­რა­ვე­თო და იმის მერე არა­ფე­რი ის­მის.“

შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა