ემოციების გარეშე ვერ ნახავთ - რაჭის ტრაგედია ერთ კადრში (ფოტო)
სტიქიის ზონაში, დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.
სოციალურ ქსელში ტრაგედიასთან დაკავშირებით არაერთი ფოტო გავრცელდა.