"სიკვდილი, გარდაცვალება, ჩემთვის შვებაა გადანაცვლება! გაუსაძლისია წუთისოფელი. უსაშველო ტკივილია შოვის ტრაგედია" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?
ამ დაუნდობელი წუთისოფლიდან გადაინაცვლეს იქ, სადაც არც ჭირია და არც მწუხარება, არამედ ცხოვრებაა უსასრულო, - შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მორიგი პოსტით ეხმაურება.
„როცა ყოველგვარი კანონზომიერება ირღვევა, გაუსაძლისია წუთისოფელი. უსაშველო ტკივილია შოვის ტრაგედია, უ ს ა შ ვ ე ლ ო! არის სიკვდილი, გარდაცვალება, ჩემთვის შვებაა გადანაცვლება. დიახ, ამ დაუნდობელი წუთისოფლიდან გადაინაცვლეს იქ, სადაც არც ჭირია და არც მწუხარება, არამედ ცხოვრებაა უსასრულო...“ - ვკითხულობთ პოსტში.